TSMU Last Exam T სადიპლომო გამოცდის 100 შერეული კითხვა ყველა საგნიდან. წარმატებები კოლეგებო. ANZOR published on June 09, 2017 Stacked 1/100 4 წლის გოგონას უკანასკნელი 1 კვირის მანძილზე პერიოდულად აღენიშნება ძლიერი აბდომინური ტკივილი და არტრალგია. დათვალიერებისას გამოვლინდა პეტექიური სისხლჩაქცევები და პურპურა დუნდულოებზე. გოგონა აფებრილურია და ტავს გრძნობს დამაკმაყოფილებლად. პერიფერიული სისხლის ანალიზი ნორმის ფარგლებშია. აღნიშნული სიმპტომატიკა ყველაზე მეტად ლაპარაკობს ერთ-ერთი დაავადების სასარგებლოდ: ჰენოხ-შონლაინის პურპურა იუვენილური რევმატოიდული ართრიტი მენინგოკოკცემია კავასაკის დაავადება 2/100 ფილტვის ცენტრალურ კიბოს მიეკუთვნება სიმსივნე, რომელიც გამოდის: ალვეოლის ეპიტელური ქსოვილიდან ბრონქიოლის ეპითელური ქსოვილიდან სუბსეგმენტური ბრონქის ეპითელური ქსოვილიდან სეგმენტური ბრონქის ეპითელური ქსოვილიდან 3/100 იცენკო-კუშინგის დაავადების დროს განვითარებული ამენორეის შემთხვევაში რომელი ჰორმონის ჰიპერპროდუქციას აქვს ადგილი? სომატოტროპულის ადრენოკორტიკოტროპულის ლუთეოტროპულის ფოლიკულმასტიმულირებელის 4/100 დროული ბავშვი დამოუკიდებლად ჯდომას იწყებს: 3 თვიდან 5 თვიდან 12 თვიდან 6-7 თვიდან 5/100 ლოგინობის ხანის პირველ დღეს დედა უარს აცხადებს ძუძუთი კვებაზე, რადგან მას სარძევე ჯირკვლებიდან გამოეყოფა ძალზე მცირე რაოდენობით მოყვითალო ფერის სითხე. პედიატრმა განუმარტა, რომ ამ სითხის მიღება ძალზედ მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ნაწლავური ინფექციის განვითარების პროფილაქტიკისათვის. ქვემოთჩამოთვლილთაგან ხსენში შემავალი რომელი ნივთიერება წარმოადგენს ანტიინფექციურ ფაქტორს? ხსენის სხეულაკები ბიფიდობაქტერიები ლეიკოციტები b-ლაქტოზა 6/100 ქვემო კიდურების სარქვლების შესახებ არსებული მტკიცებებიდან რომელი არ არის სწორი? მცირე კალიბრის ვენებში მეტია, ვიდრე მაგისტრალურ ვენებში ღრმა ვენების პერიფერიულ ნაწილში მეტია, ვიდრე ცენტრალურში ღრმა ვენებში სარქვლები ნაკლებია, ვიდრე ზედაპირულში ყველაზე ხშირად ლოკალიზებულია ორი მაგისტრალური ვენის შეერთების ადგილას 7/100 დადგენილია, რომ სისხლის დანაკარგის პროგრესირების პარალელურად ჰემოტრანსფუზიის მოცულობა უნდა აჭარბებდეს სისხლის დანაკარგის მოცულობას. ერთი და იგივე სისხლის დანაკარგის პირობებში ჰემოტრანსფუზიის ქვემოთჩამოთვლილთაგან რა მოცულობა ჩაითვლება უფრო მართებულად? სისხლის დანაკარგი შეადგენს სხეულის მასის 0,8-1,0% - ჰემოტრანსფუზიის მოცულობა 180-200% სისხლის დანაკარგი შეადგენს სხეულის მასის 0,8-1,0% - ჰემოტრანსფუზიის მოცულობა 130-150% სისხლის დანაკარგი შეადგენს სხეულის მასის0,8-1,0% - ჰემოტრანსფუზიის მოცულობა 100-105% სისხლის დანაკარგი შეადგენს სხეულის მასის 0,8-1,0% - ჰემოტრანსფუზიის მოცულობა 70-80% 8/100 რომელი ტერმინი არ მიედაგება ოჯახის ექიმს? ექიმი სპეციალისტი ზოგადი პროფილის ექიმი ზოგადი პრაქტიკის ექიმი პირველად ჯანდაცვაში დასაქმებული ექიმი 9/100 ჩამთვლილთაგან ორსულობის III ტრიმესტრში ჰემოგლობინის დონის რომელი მაჩვენებელი წარმოადგენს ანემიის დიაგნოსტირების კრიტერიუმს? 8,5 გ/ლ 9,5 გ/ლ 10 გ/ლ 11 გ/ლ 10/100 რა არის დემენციის ყველაზე ხშირი მიზეზი? ტოქსიკურ-მეტაბოლური დარღვევები ალცჰეიმერის დაავადება ვასკულარული დემენცია ლევის სხეულაკებთან დაკავშირებულია დემენცია. 11/100 წითელას დროს კონტაგიოზურობა აღწევს: 10-15 %-ს 30-40 %-ს 1-2 %-ს 100 %-ს 12/100 ქვემოთჩამოთვლილთაგან რომელი ადგილი უჭირავს გენიტალური ტრაქტის ავთვისებიან სიმსივნეებს შორის ენდომეტრიუმის კიბოს? I II III IV 13/100 რომელი ანტიბიოტიკი არ ინიშნება 6 წლის ასაკამდე? ტეტრაციკლინი პენიცილინი ქლორამფენიკოლი მაკროლიდები 14/100 ფებრილური გულყრის დროს პირველი რიგის პრეპარატია: ფენობარბიტალი ვალპროის მჟავა ლამოტრიჯინი ტოპირამატი 15/100 ავადმყოფი ქალი 30 წლის, აწუხებს ქოშინი ფიზიკური დატვირთვისას, ართრალგია,ცხელება, კვანძოვანი ტიპის გამონაყარი. ფიზიკალური გამოკვლევით დაუდგინდა ჰეპატოსპლენომეგალია,ლიმფადენოპათია. გულმკერდის რენტგენოგრამაზე ორმხრივი ლიმფადენოპათია.სავარაუდო დიაგნოზია: ლიმფოგრანულომატოზი რევმატიზმი რევმატოიდული ართრიტი სარკოიდოზი ტუბერკულოზი 16/100 ავადმყოფი მამაკაცი, 55 წლის, ანამნეზში 10 წლის ხანგრძლივობის კუჭის წყლულოვანი დაავადებით, მკურნალობდა არარეგულარულად, პერიოდულად აღნიშნავდა გამწვავებას. უკანასკნელი წლის მანძილზე ტკივილი ეპიგასტრიუმში გაუძლიერდა, ავადმყოფმა დაკარგა წონა, ფიბროსკოპიით დიდ სიმრუდეზე აღინიშნება მსხვილი წყლულოვანი დეფექტი. ჩამოთვლილთაგან რა უფრო მიზანშეწონილია ვურჩიოთ ავადმყოფს: რენტგენოლოგიური გამოკვლევის ჩატარება წყლულის მალიგნიზაციის გამოსარიცხად ჩავატაროთ გასტროფიბროსკოპია ბიოფსიით დაენიშნოს კონსერვატიული მკურნალობა და 5-6 კვირის შემდეგ გადავწყვიტოთ საკითხი ოპერაციული ჩარევის შესახებ ოპერაციული მკურნალობა უნდა ჩატარდეს მხოლოდ აქილიის გამოვლენის შემთხვევაში სასწრაფოდ გაიკეთოს ოპერაცია 17/100 ახალგაზრდა ქალი უჩივის უსიამოვნო შეგრძნებას გარეთა სასქესო ორგანოების მიდამოში, საშოდან უხვი, ქაფიანი, თხევადი გამონადენი მონაცრისფრო-მოყვითალო შეფერილობით, რომელიც იწვევს ქავილსა და წვას გარეთა სასქესო ორგანოების მიდამოში. ჩამოთვლილთაგან რომელი აგენტი შეიძლება იყოს აღწერილი პათოლოგიური მდგომარეობის გამომწვევი? ქლამიდია პაპილომა ვირუსი ტრიქომონა გონოკოკი 18/100 ოსტეოფიტების წარმოქმნა დამახასიათებელია: მადეფორმირებელი ოსტეოართროზი სისტემური წიტელი მგლურა რევმატიზმი სისტემური სკლეროდერმია რევმატოიდული ართრიტი 19/100 საყლაპავის ცენკერის დივერტიკული მდებარეობს: ტრაქეის ბიფურკაციის მიდამოში ხახა-საყლაპავის მიდამოში საყლაპავის ზედა მესამედში დიაფრაგმის ზევით 20/100 10 წლის ჯანმრთელი გოგონა 2 დღეა უჩივის ცხელებას და კისრის ტკივილს მოძრაობის დროს. გასინჯვით გამოვლინდა 4 სმ ზომის მკვრივი კონსისტენციის, ფლუქტუაციის მქონე მარცხენა წინა ცერვიკალური ლიმფური ჯირკვალი. სავარაუდო დიაგნოზია: მწვავე ბაქტერიული ლიმფადენიტი ჰისტიოციტოზი მწვავე ლიმფოციტური ლეიკემია ჰოჯკინის დაავადება 21/100 ქვემოთ ჩამოთვლილი პრეპარატებიდან რომელი აძლიერებს ღვიძლის ნაღველწარმომქმნელ ფუნქციას? ბელადონას პრეპარატები ალოქოლი ყველა ჩამოთვლილი პრეპარატი M ქოლინობლოკატორები სპაზმოლიზური პრეპარატები 22/100 რომელი დაავადებისათვის არის დამახასიათებელი ჰებერდენის და ბუშარის კვანძები? რევმატოიდული ართრიტი ოსტეოართროზი იდიოპათიური კალცინოზი ბეხტერევის დაავადება პოდაგრა 23/100 როდის იწყება ყივანახველას საწინააღმდეგო ვაქცინაცია საქართველოს კალენდრის მიხედვით? 3 თვიდან 1 თვიდან 2 თვიდან 6 თვიდან 24/100 ჩამოთვლილთაგან რა უჯრედული გენეზის არის საშვილოსნოს ყელის არხის კიბო? მრავალშრიანი ბრტყელი ეპითელიუმის ცილინდრული ეპითელიუმის თეკა-ლუთეინური ლუთეინური 25/100 ინფიცირებული ჭრილობის მკურნალობის პრინციპულ დებულებებს არ მიეკუთვნება: არასპეციფიკური იმუნიტეტის გაძლიერება ანტიბაქტერიული თერაპია წყალში ხსნადი მალამოების გამოყენება ჭრილობის ადრეული გაკერვა 26/100 რომელი სიმპტომი არ არის სწორი ნეფროზულ სინდრომთან მიმართებაში? შეშუპება არტერიული ჰიპერტენზია ჰიპოქოლესტერინემია ჰიპოპროტეინემია პროტეინურია 27/100 ქვემოთჩამოთვლილთაგან რომელი შეესაბამება nullipara_ს მშობიარობის I პერიოდის საშუალო ხანგრძლივობას? 18-20 საათი 8-10 საათი 6-8 საათი 10-12 საათი 28/100 პიკის ციროზისთვის დამახასიათებელია ყველა ჩამოთვლილი ნიშანი, გარდა: სპლენომეგალიის კისრის ვენების შებერვის ასციტის ჰეპატომეგალიის ნორმალური ცენტრალური ვენური წნევის არსებობის 29/100 ჩამოთვლილთაგან, რომელ სიმპტომს წარმოადგენს მწვავე პანკრეატიტის დროს მუცლის გვერდით კედლებზე ეკქიმოზების გაჩენა? მონდორის გრეი-ტერნერის კიორტეს მეიო-რობსონის 30/100 10 წლის ვაჟი უჩივის ცხელებას და მუხლის სახსრების მფრინავი ხასიათის (გარდამავალ) ტკივილს. სახსრები ვიზუალურად არ არის შეცვლილი. ჩამოთვლილი მაჩვენებლებიდან რომელი იძლევა საშუალებას ეჭვი მივიტანოთ რევმატიულ ცხელებაზე? O-ანტისტრეპტოლიზინის ტიტრის მატება მძიმე ანემია აჩქარებული ედსი ეოზინოფილია 31/100 ნაღვლის ბუშტის კენჭის ჩამოყალიბება შედეგია ქოლესტერინის კოეფიციენტის დესტაბილიზაციის გადატანილი ვირუსული ჰეპატიტის პანკრეასის ქრონიკული ანთების არასწორი კვების 32/100 იმუნიზაცია მიეკუთვნება: პირველად პრევენციას მეორეულ პრევენციას მესამეულ პრევენციას 33/100 ქრონიკული ფილტვისმიერი გულის განვითარების მიზეზი შეიძლება იყოს ყველა ჩამოთვლილი, გარდა: ფილტვების კეროვანი ტუბერკულოზის გულმკერდის დეფორმაციის ფქოდ-ის ფილტვის მორეციდივე ემბოლიის 34/100 ჩამოთვლილთაგან ბავშვთა ასაკის ლიმფოგრანულომატოზის დროს რომელი ჯგუფის ლიმფური კვანძები ზიანდება ყველაზე ხშირად? ყბისქვეშა შუასაყრის კეფის საზარდულის 35/100 რომელია გულის უკმარისობის ყველაზე ხშირი მიზეზი? შაქრიანი დიაბეტი არტერიული ჰიპერტენზია გულის სარქვლოვანი პათოლოგია კარდიომიოპათია 36/100 ასთმური სტატუსის დროს ჩვილებსა და მოზრდილებში რა განზავების ადრენალინი გამოიყენება კანქვეშ ინექციისათვის? 1: 10 1: 10000 1: 100 1: 1000 37/100 რომელი მაჩვენებელი ითვლება ყველაზე დამაჯერებლად ჰემოდიალიზზე გადასვლისათვის თირკმლის ქრონიკული დაავადების დროს? კონსერვატული მკურნალობის მიმართ რეფრაქტერული ჰიპერკალიემია 7 მმოლი/ლ-ზემეტი; კრეატინინის დონე 500 მმოლი/ლ ფარგლებში; ჰეპერმაგნიემია ურემიული პერიკარდიტი ურემიული ენცეფალოპათია 38/100 როდის არის მიზანშეწონილი ღია კითხვების გამოყენება? არ აქვს მნიშვნელობა, როდის იქნება გამოყენებლი კონსულტაციის ბოლოს კონსულტაციის დასაწყისში 39/100 2 დრის ახალშობილს, რომლის დედა დაავადებულია დიაბეტით, გამოუვლინდა ლეთარგია და კრუნჩხვები. სავარაუდოდ ამის მიზეზის: მენინგიტი პარკუჭშიდა სისხლჩაქცევა ჰიპოგლიკემია ჰიპოკალცემია 40/100 9 თვის ჩვილს აღენიშნება ტემპერატურის მომატება 39,6 გრადუსამდე. ობიექტური გასინჯვით პათოლოგიური ცვლილებები არ ვლინდება. რომელი დაავადება შეიძლება იყოს ამის მიზეზი აღნიშნულ ასაკობრივ ჯგუფში? ბაქტერიული მენინგიტი რევმატიული ცხელება სტრეპტოკოკული ფარინგიტი საშარდე გზების ინფექცია 41/100 რით არის განპირობებული მეკონიუმის მუქი მწვანე შეფერილობა? პირდაპირი ბილირუბინით არაპირდაპირი ბილირუბინით ნაღვლით ყველა ჩამოთვლილი კომპონენტით 42/100 რომელი ანტიბიოტიკი არ არის ეფექტური S. aureus-ით გამოწვეული გენერალიზებული ინფექციის დროს? ოქსაცილინი ცეფაზოლინი ვანკომიცინი ერითრომიცინი 43/100 ეკგ-ზე ნორმალური PQRSTკომპლექსის შემდეგ აღინიშნება დეფორმირებული QRSTკომპლექსი, რომლის წინა R-R -ინტერვალი შემოკლებულია, შემდეგი კი გახანგრძლივებული.P კბილი გამოხატული არ არის. დაასახელეთ არითმიის ტიპი: არასრული ავ ბლოკადა (I ხარისხის). პარკუჭოვანი ექსტრასისტოლა წინაგულოვანი ექსტრასისტოლა მოციმციმე არითმის სუნთქვითი არითმია 44/100 ნაწლავთა გაუვალობის ყველაზე ხშირი ფორმაა: დინამიური ინვაგინაცია ობტურაციული შეხორცებითი 45/100 საზარდულის თიაქრის განვითარებაში გამოიყოფა თანმიმდევრობითი სტადიები, გარდა: ბაგირაკის არხის თიაქრის პარკის წარმოქმნის საწყისის 46/100 რომელ ასაკში ახდენენ გეები და ლესბოსელები თავიანთი ჰომოსექსუალურობის აღქმას? ადრეული მოზარდობის ხანაში შუა მოზარდობის ხანაში ადრეულ ბავშვობაში მოზრდილ ასაკში 47/100 ქალს აღენიშნება 30 დღიანი მენსტრუალური ციკლი, ჩამოთვლილთაგან მენსტრუალური ციკლის მერამდენე დღეს მიაღწევს პიკს მალუთეინიზებელი ჰორმონის რაოდენობა სისხლში? მე-18 დღეს მე-16 დღეს მე-14 დღეს მე-12 დღეს 48/100 ჩამოთვლილთაგან რომელი შრე წარმოადგენს ენდომეტრიუმის რეგენერაციის წყაროს? დეციდუალური გარსის ბაზალური შრე დეციდუალური გარსის ზედაპირული შრე ენდომეტრიუმის ბაზალური შრე ენდომეტრიუმის ფუნქციონალური შრე 49/100 73 წლის უმოძრაო პაციენტს განუვითარდა ნაწოლი. აღინიშნება წყლული გავრცელება ფასციაზე, წყლულის ფსკერზე მოსჩანს ძვალი; აღინიშნება სეპტიკური ართრიტის განვითარება. ნაწოლის განვითარების რომელი სტადიას შეესაბამება აღწერილი დაზიანება: პირველი მეორე მესამე მეოთხე 50/100 მშობიარის ვაგინალური გასინჯვით აღმოჩნდა, რომ ნაყოფის თავის ისრისებური ნაკერი მარჯვენა ირიბ ზომაში იმყოფება, ხოლო მცირე ყიფლიბანდი არის წინ და მარცხნივ, ქვემოთჩამოთვლილთაგან მშობიარობის ბიომექანიზმის რომელ მომენტს შეესაბამება ნაყოფის თავის ასეთი მდებარეობა? IV მომენტს III მომენტს I მომენტს II მომენტს 51/100 დაასახელეთ ღვიძლის ქირურგიულ დაავადებათა სადიაგნოზო გამოკვლევის რომელი მეთოდი ხასიათდება მინიმალური ინფორმაციულობით? კომპიუტერული ტომოგრაფია რადიოიზოტოპური სკენირება მიმოხილვითი რენტგენოგრაფია ულტრასონოგრაფია 52/100 რესპირაციული დისტრესის დამატებითი კლინიკური ნიშანია: ტაქიკარდია სუნთქვაში დამხმარე კუნთების მონაწილეობა ინსპირაციული რეტრაქციები ტაქიპნოე და/ან ჰიპერპნოა 53/100 ბავშვთა რომელ ასაკში არის დასაშვები მსუბუქი ანემია ჩაითვალოს "ფიზიოლოგიურად"? ადრეული ნეონატალური პერიოდი პუბერტული პირველი წლის II ნახევარი 2-3 თვის ასაკი 54/100 ტვინის პარკუჭების და სუბარაქნოიდული სივრცის გაფართოება დამახასიათებელია ჰიდროცეფალიის შემდეგი ფორმისთვის : შიგნითა გარეთა ღია კონვექსიტალური 55/100 ელენთის გახეთქვის დროს ყველაზე ხშირად ვხვდებით: ელენთის მაგისტრალური სისხლძარღვის გაგლეჯას კაფსულის და პარენქიმის ერთდროულ დაზიანებას ორგანოს ნაწილის მოგლეჯვით კაფსულის და პარენქიმის ერთდროულ დაზიანებას მხოლოდ კაფსულის დაზიანებას 56/100 გადასასხმელი სითხეების რა პროპორცია უნდა იყოს კოლოიდებსა და კრისტალოიდებს შორის? 1: 3 1: 2 1: 5 1: 4 57/100 ქვემოთჩამოთვლილთაგან რომელი პათოლოგიური პროცესისთვისაა დამახასიათებელი მონოტონური ჰიპოთერმული ბაზალური ტემპერატურის მრუდი? ჰიპომენსტრუალური სინდრომისთვის ორფაზიანი მენსტრუალური ციკლისთვის ანოვულატორული მენსტრუალური ციკლისთვის ორფაზიანი მენსტრუალური ციკლისთვის, 5 დღემდე შემცირებული ლუთეინური ფაზით 58/100 მწვავე აპენდიციტის გართულებულ ფორმებს მიეკუთვნება: კატარული აპენდიციტი განგრენული აპენდიციტი აპენდიკულარული ინფილტრატი ფლეგმონური აპენდიციტი 59/100 პერიფერიული სისხლის ანალიზში ლიმფოციტების რომელი მაჩვენებელი შეესაბამება 2 დრის დროულ ახალშობილს? 60% 25% 10% 2% 60/100 პათოლოგიური Q კბილის არსებობა I და avL, V1 – V6 განხრებში მიუთითებს უკანა კედლის ინფარქტზე წინა გავრცელებულ ინფარქტზე წინა და უკანა კედლების გავრცელებულ ინფარქტზე სეპტალურ ინფარქტზე წინა-მწვერვალის ინფარქტზე 61/100 რომელი ლაბორატორიული მონაცემი არ იცვლება ასაკთან ერთად? გლუკოზის დონე სისხლში ედს ალბუმინის დონე პლაზმაში ლეიკოციტების რაოდენობა 62/100 ამბულატორიულ გასინჯვაზე მიიყვანეს 4 თვის გოგონა დაბადებული I ფიზიოლოგიური ორსულობიდან და ნაადრევი მშობიარობიდან (გესტაციური ასაკი 35 კვირა). ბავშვი დაბადებიდან ხელოვნურ კვებაზეა, ვიტარდება ასაკის შესაბამისად, 3 თვიდან შენიშნეს გაფერმკრთალება, მადის დაქვეითება, მასის მატების ტემპის შენელება. პერიფერიულ სისხლში: ჰემოგლობინი 92 გ/ლ, ერითროციტი 3,9X10.12/ლ, ფერადობის მაჩვენებელი 0,71, რეტიკულოციტი 20 %. ჩამოთვლილი მდგომარეობებიდან რომელია ყველაზე მეტად სავარაუდო? მემკვიდრული აპლაზიური ანემია დრენაკლთა მოგვიანებითი ანემია ვიტამინ B12-ის დეფიციტით გამოწვეული ანემია აუტოიმუნური ჰემოლიზური ანემია 63/100 ფილტვის ემფიზემისთვის დამახასიათებელია ყველა ჩამოთვლილი, გარდა: კოლოფისებური ხმიანობა ფილტვების პერკუსიისას ქოშინი ფართო ეპიგასტრალური კუთხე II ტონის ქცენტი ფილტვის არტერიაზე გულზე დიასტოლური შუილი 64/100 წილოვანი პნევმონიის გართულებებს მიეკუთვნება ყველა ჩამოთვლილი, გარდა: ფილტვის ემფიზემის სეპტიცემიის მენინგიზმის პლევრის ემპიემის ფილტვის აბსცესის 65/100 მინიმალური ცვლილებებით მიმდინარე გლომერულონეფრიტი ხასიათდება ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი ნიშნით გარდა: ჰიპერფიბრინოგენემია ნეფროზული სინდრომი არასელექციური პროტეინურია უფრო ხშირად ავადდებიან ბავშვები ხშირად წინ უძღვის ზედა სასუნთქი გზების ვირუსული ინფექცია 66/100 რომელ შემთხვევაშია პერიფერიული პერფუზიის დაქვეითება (ცივი კიდურები) შოკის სიმძიმის არაზუსტი ინდიკატორი? ღებინებისა და დიარეის შემდგომი ჰიპოვოლემია ტრავმის შემდგომი ძლიერი სისხლდენა ანაფილაქსიური შოკი სეპტიური შოკი 67/100 სტეატორეა შეინიშნება ყველა შემთხვევაში გარდა: წვრილი ნაწლავის რეზექციის ნაწლავთა ამილოიდოზის ნაწლავთა პოლიპოზის კრონის დაავადების ქრონიკული პანკრეატიტის 68/100 მწვავე რესპირაციული ვირუსული ინფექციის დაწყებიდან მეორე დღეს ღამის საათებში 2 წლის ბავშვს დაეწყო ხმაურიანი სუნთქვა და ინსპირაციული ქოშინი, გამოიხატა ნეკნთაშუა არეების ჩადრეკა, ცხვირის ნესტოების ბერვა, მყეფავი ხასიათის ხველა. სავარაუდო დიაგნოზი: ცრუ კრუპი ბრონქიოლიტი ეპიგლოტიტი ბრონქული ასთმა 69/100 ამ დაავადებებიდან რომელი შეიძლება გართულდეს ნეფროზული სინდრომით? ადისონის დაავადება კონის სინდრომი თირეოტოქსიკოზი შაქრიანი დიაბეტი უშაქრო დიაბეტი 70/100 სკლეროდერმიის გასტროინტესტინალურ გამოვლინებებს მიეკუთვნება: პანკრეატიტი რეფლუქს-ეზოფაგიტი არც ერთი ჩამოთვლილთაგან 12-გოჯა ნაწლავის წყლული ნაღვლის ბუშტის კალკულოზი 71/100 საყლაპავის კიბოს განვითარებას არ უწყობს ხელს: დივერტიკულები დამწვრობისშემდგომი ნაწიბუროვანი სტრიქტურა ქრონიკული ეზოფაგიტი საყლაპავის ვენების ვარიკოზული გაგანიერება 72/100 სისხლის პლაზმაში Ca-ის ნორმა შეადგენს: 6,5 – 10,5 მგ/დლ 7,4-14,2 მგ/დლ 6,4-12,2 მგ/დლ 8,4-10,2 მგ/დლ 73/100 ჰიდროცეფალიის განვითარების ეტიოლოგიური ფაქტორებია: TORCH სინდრომი ინტრანატალური ცერებრული დაზიანება განვითარების მანკები ყველა ზემოთ ჩამოთვლილი 74/100 ჰირშსპრუნგის დაავადების დროს დიგიტალური გასინჯვით აღინიშნება: სწორი ნაწლავის სფინქტერის მოჭერის ძალა ნორმის ფარგლებშია სწორ ნაწლავში შესვლა შეუძლებელია სწორი ნაწლავის სფინქტერის მოდუნება სწორი ნაწლავის სფინქტერის სპაზმი 75/100 60 წლის შენახულ ავადმყოფს დაუდგინდა მცირე სიმრუდის მალიგნიზირებული წყლული გართულებული გასტროდუოდენური სისხლდენით. ექიმის ტაქტიკა: კუჭის სუბტოტალური რეზექცია სისხლძარღვის გადაკვანძვა წყლულის ამოკვეთა კონსერვატიული მკურნალობა 76/100 35 წლის ქალს დაესვა საშვილოსნოს ყელის პრეინვაზიური კიბოს დიაგნოზი. ჩამოთვლილთაგან განსაზღვრეთ ქირურგიული ჩარევის მასშტაბი: გაფართოებული პანჰისტერექტომია საშვილოსნოს ექსტირპაცია დანამატებთან ერთად საშვილოსნოს ყელის კონუსისებრი ელექტროექსციზია საშვილოსნოს ექსტირპაცია დანამატების გარეშე 77/100 ქვემოთჩამოთვლილ მონაცემთაგან რა არის დამახასიათებელი საშოს ნაცხის სისუფთავის პირველი ხარისხისათვის? დოდერლეინის ჩხირები ნაცხში ბევრი ეპითელური უჯრედები უჯრედშიდა გრამუარყოფითი დიპლოკოკები კოკური ფლორის ჭარბი რაოდენობა 78/100 როდესაც მენტალური ტესტის შერულების დროს პაციენტს სთხოვთ, რომ „აიღოს ქაღალდი მარჯვენა ხელში გაკეცოს შუაზე და დადოს იატაკზე“ ამით ამოწმებთ: ორიენტაციას მეხსიერებას აგებულებას მეტყველებას 79/100 დროულ ახალშობილს ტრანზიტორული სიყვითლით 5დღის ასაკში საერთო ბილირუბინის მაქსიმალური მაჩვენებელი შესაძლებელია ჰქონდეს: 180 მკმოლ/ლ 95 მკმოლ/ლ 17 მკმოლ/ლ 34 მკმოლ/ლ 80/100 ჩამოთვლილიდან რა არის დამახასიათებელი ატრიოვენტრიკულური ბლოკადისათვის? QRS ინტერვალის გახანგრძლივება QTინტერვალის გახანგრძლივება PQ ინტერვალის გახანგრძლივება R კბილის დეფორმაცია ყველა ჩამოთვლილი 81/100 პერიტონიტის ტოქსიკური ფაზისათვის დამახასიათებელია: გაუწყლოება, ღვიძლის და თირკმლის უკმარისობის ნიშნები პოლიურია, შარდის ხვედრითი წონის დაქვეითება ჰიპერპერისტალტიკა, შესაძლებელია ტოქსიკური ფაღარათი გამოხატული ძლიერი ტკივილი, შარდვის გახშირება 82/100 ქვემოთჩამოთვლილთაგან რომელ ტიპს მიეკუთვნება მშობიარობის დროს სანაყოფე ბუშტის მთლიანობის დარღვევა საშვილოსნოს ყელის სრულ გახსნამდე? ადრეულს დროულს არადროულს ნაადრევს 83/100 ჩუტყვავილას ეტიოტროპული მკურნალობისთვის გამოიყენება: აციკლოვირი რემანტადინი ინტერფერონი რიბავირინი 84/100 ჩამოთვლილთაგან რომელი ლაბორატორიული მონაცემი შეესაბამება ახალშობილთა ჰემოლიზური დაავადების მძიმე ფორმას? Hb _ 140 გ/ლ, ბილირუბინი 120 მკმოლ/ლ Hb _ 90გ/ლ,ბილირუბინი 295მ კმოლ/ლ Hb _ 120გ/ლ, ბილირუბინი 100 მკმოლ/ლ Hb _ 150გ/ლ,ბილირუბინი 85 მკმოლ/ლ 85/100 პაციენტს დაუდგინდა დიაგნოზი: მეორადი ამენორეა, ჰიპოფიზის ქრომოფობული ადენომა. მას აღენიშნება მხედველობის გაუარესება, უჩივის უნაყოფობას. კიდევ რა კლინიკური გამოვლინება ექნება ამ პაციენტს? გაცხიმოვნება კახექსია ატაქსია ზოგადი შეშუპება 86/100 ავადმყოფს მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტით აღენიშნება პოლიტოპური ჯგუფური პარკუჭოვანი ექსტრასისტოლები. რისი გაკეთებაა აუცილებელი: ატფ-ს ინტრავენური შეყვანა ნაკადით - 12მგ ნოვოკაინამიდის შეყვანა მეზატონტან ერთად ლიდოკაინის ინტრავენური შეყვანა ჯერ ნაკადით, შემდეგ წვეთოვნად 200 მგ ეტაციზინი 1 ტაბლეტი სამჯერ დღეში სტროფანტინი 0,05% 1მლ ინტრავენურად (ნელა) 87/100 მუცლის ცეცხლნასროლი დაზიანების დროს ყველაზე მინიმალური საიმედოობით ხასიათდება: ღვიძლის ნაკერი მსხვილი ნაწლავის კედლის ნაკერი წვრილი ნაწლავის კედლის ნაკერი კუჭის კედლის ნაკერი 88/100 მსხვილი ნაწლავის რომელ ნახევარში უფრო ხშირად გვხვდება სიმსივნის ეგზოფიტური ზრდის ფორმა: მარცხენა ნახევარში სიგმურ ნაწლავში მარჯვენა ნახევარში ელენთის კუთხესთან 89/100 ზრდასრული პაციენტების რომელ კატეგორიას შეიძლება მივუსადაგოდ ტერმინი „გერიატრიული“ ? იმათ ვინც მოხუცებულთა თავშესაფარებში ცხოვრობენ ნებისმიერ ადამიანს, რომელიც 85 ან მეტი წლისაა ნებისმიერ ადამიანს, რომელიც 65 ან მეტი წლისაა მოხუცებულთა თავშესაფრებში მცოვრები 65 წელზე მეტი ასაკის პირებს 90/100 ჩამოთვლილთაგან გულის რომელი პათოლოგია არ წარმოადგენს უკუჩვენებას ორსულობის შენარჩუნებისათვის? მიტრალური სარქვლის უკმარისობა ეიზენმენგერის სინდრომი ფილტვისმიერი ჰიპერტენზია მარფანის სინდრომი 91/100 მამოგრაფია მიეკუთვნება : პირველად პრევენციას მეორეულ პრევენციას მესამეულ პრევენციას 92/100 ჩამოთვლილთაგან რომელ სიმსივნეებთან კომბინაციაში გვხვდება ენდოდერმული სინუსის სიმსივნე? დისჰერმინომა თეკომა დერმოიდული კისტა ფოლიკულომა 93/100 პორენცეფალია საფუძვლად უდევს ცერებრული დამბლის შემდეგი ფორმის განვითარებას: სპასტიური დისკინეზიური ატაქსიური ატონიური 94/100 მიუთითეთ პირველი სარძევე კბილების ამოჭრის ვადების ვარიაციის ფარგლები: 3-6 თვე 5-7 თვე 4-12 თვე 4-18 თვე 95/100 დუოდენური გამავლობის დარღვევას იწვევს ყველაფერი, გარდა: დუოდენური გადასასვლელის მაღალი ფიქსაციისა 12-გოჯა ნაწლავის არტერიომეზენტერული კომპრესიისა ვაგოტომიისა თორმეტგოჯა ნაწლავის თანდაყოლილი ანომალიებისა 96/100 პოდაგრის სამკურნალოდ გამოყენებული პრეპარატებიდან, რომლის ეფექტურობაა მიჩნეული პოდაგრის სადიაგნოზო კრიტერიუმად? ბენემიდი კოლხიცინი ანტურანი მილურიტი ალოპურინოლი 97/100 თირეოიდიტის რომელი ფორმა არ არსებობს? დიფუზური აუტოიმუნური ქვემწვავე მწვავე 98/100 ჩამოთვლილთაგან რამდენჯერ უფრო ხშირად გვხვდება ნაყოფის განვითარების მანკები შაქრიანი დიაბეტით დაავადებული დედების ახალშობილებში, ჯანმრთელ ორსულებთან შედარებით? 1-2 2-4 5 6 99/100 ჩამოთვლილთაგან დაბადებიდან რამდენ ხანში არის სასურველი ახალშობილის დაბანა? 2 საათში 1 საათში 6 საათში დაბადებისთანავე 100/100 თავისი მდებარეობის მიხედვით სწორი ნაწლავის ხვრელმილი სფინქტერთან მიმართებით არ შეიძლება იყოს: ტრანსსფინქტერული ექსტრასფინქტერული ინტრასფინქტერული სუპრასფინქტერული